კომაროვის სკოლის მოსწავლემ ნინო ჩხაიძემ და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 სკოლის მოსწავლემ თარაშ დოლაბერიძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის მე-5 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
- 02 სექტემბერი, 2021

ამ ოლიმპიადაზე საქართველო დაარსებიდან, 2017 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებს ამ ოლიმპიადაზე ოქროს 2, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 7 მედალი აქვთ მოპოვებული.
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!